
აღმოჩენამ ისტორიკოსებსა და გეოლოგებს შორის მწვავე კამათი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად იკვეთებოდა სატაძრო კომპლექსის იდეალურად სწორი წახნაგები, კლდეში ნაკვეთი ფორმები , მეცნიერები მაინც თვლიდნენ ,რომ საქმე მხოლოდ ბუნების შემოქმედებასთან ჰქონდათ. მიზეზი მარტივი იყო- კომპლექსი,თუ დავუშვებთ რომ ადამიანის ხელით იყო შექმნილი, იმ ადგილზე არა უადრეს 10 ათასი წლის წინ უნდა აეგოთ, როდესაც მსოფლიოს ოკეანეთა დონე 40 მეტრით დაბლა იყო დღევანდელთან შედარებით. ამასვე ადასტურებს იქვე ახლოს ნაპოვნი ხმელეთისთვის დამახასიათებელი მცენარეული საფარის ნაშთები.
ისტორიკოსთა მიხედვით, ათი ათასი წლის წინანდელი ადამიანი ან შემგროვებელი ან მონადირე იყო და რა თქმა უნდა არ ფლობდა იმ საშუალებებს რაც ამგვარი კომპლექსის ქვაში გამოკვეთისთვის იყო საჭირო. ამიტომაც წყალქვეშა კომპლექსის „ადამიანურობას" ისტორიკოსები სკეპტიკურად უყურებენ.
თუმცა ოპონენტებს საწინააღმდეგო აზრი აქვთ და ასევე, საკუთარ თვალებს მეტად ენდობიან. იონაგუნის კომპლექსი საკმაოდ წააგავს სამხრეთ ამერიკის შემაღლებულ ადგილებზე აგებულ სატაძრო კომპლექსებს, განსაკუთრებით საკსაიუამანისა და კენკოსას , რომელიც მთლიანად პერუს ანდების კლდეებშია ნაკვეთი.
თუმცა ოპონენტებს საწინააღმდეგო აზრი აქვთ და ასევე, საკუთარ თვალებს მეტად ენდობიან. იონაგუნის კომპლექსი საკმაოდ წააგავს სამხრეთ ამერიკის შემაღლებულ ადგილებზე აგებულ სატაძრო კომპლექსებს, განსაკუთრებით საკსაიუამანისა და კენკოსას , რომელიც მთლიანად პერუს ანდების კლდეებშია ნაკვეთი.
კამათი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა , რომ არა

ასევე გასაოცარია ის მსგავსებაც კონსქტუქციულ გადაწყვეტაში,რომელიც იაპონიიის წყალქევშა კომპლექსსა და მაჩუ–პიკჩუს სამლოცველოს შორის არსებობს. ორივეგან მშენებლები კედლების გადაკვეთის ადგილას რუსული გ–ს ფორმის ქვებს იყენებდნენ, რათა „უნაკერო „ გადაბმა უზრუნველეყოთ. ინკები ქვას არა მარტო მოსახერხებელ სამშენებლო მასალად განიხილავდნენ, არამედ აღმერთებდნენ მას. უსახელო ოსტატებმა იცოდნენ ქვის დამუშავების განსაკუთრებული ტექნოლოგიები, მათ ააგეს ისეთი უნიკალური ნაგებობანი, რომელთაც გაუძლეს მიწისძვრებს, ასეული წლების განმავლობაში მუდმივ ქარსა და წვიმებს და დღევანდლამდე დაუზიანებლად მოაღწიეს.
გამოცანად რჩება ანდებში აღმოცენებულმა კულტურამ როგორ ჰპოვა გავრცელება ასე შორ მანძილზე, სულ სხვა კონტინენტის ნაპირებთან.აღმოჩენილი მასალა უფრო მეტ საფიქრალს და საკვლევს ტოვებს, სხვაგვარად არც შეიძლება.