8/11/2011

არქეოლოგია

არქეოლოგია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მეცნიერებას სიძველეთა შესახებ (არქეო–ძველი , ლოგოს – სიტყვა, ახსნა, თხრობა იხ
არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, თუმცა სიძველეებისადმი ინტერესს უძველესი დროიდანვე იჩენდნენ. ჯერ კიდევ ძვ. წ. VI საუკუნეში ბაბილონის მეფე ნაბონიდის ბრძანებით თხრიდნენ ძველ სასახლეთა ნანგრევებს და აღრიცხავდნენ ყოველგვარ მონაპოვარს, უმთავრესად კი წარწერებს. ტერმინი „არქეოლოგია“ სიძველეთმცოდნეობის მნიშვნელობით პირველად გამოიყენა პლატონმა (ძვ. წ. IV ს.) სიძველეთა შესწავლა საგანგებო ყურადღების საგანი გახდა ძველ რომში. რომაელმა პოეტმა და მოაზროვნემ ლუკრეციუსმა პირველმა გამოთქვა ჰიპოთეზა კაცობრიობის ისტორიაში ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის მონაცვლეობის შესახებ (ეს ჰიპოთეზა 1836 წელს დაასაბუთა დანიელმა არქეოლოგმა კ. თომსენმა).
რენესანსისა და მომდევნო ხანაში, განსაკუთრებით კი XVIII საუკუნეში, გაცხოველდა ინტერესი არქეოლოგიური სიძველეებისადმი. გაჩნდნენ ანტიკვარი–კოლექციონერები, რომლებიც აგროვებდნენ არქეოლოგიურ ძეგლებს. დაიწყეს ასევე არქეოლოგიური გათხრების წარმოება მეცნიერული თვალსაზრისით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პომპეის გათხრებს, რომელიც დაიწყო 1748 წელს და ფართო მასშტაბი მიიღო XIX საუკუნეში. XVIII საუკუნეში შეიქმნა პირველი არქეოლოგიური საზოგადოებები, დაარსდა სამეცნიერო არქეოლოგიური ჟურნალები. მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში თანდათანობით დაგროვდა დიდი მნიშვნელობის არქეოლოგიური კოლექციები.


Комментариев нет:

Отправить комментарий